რეზოლუციის პროექტი საქართველოსთან დაკავშირებით
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოსთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს, ასევე - საქართველოში სწრაფი უკუსვლა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას, უსაფუძვლო თავდასხმებსა და ბრალდებებს საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ. ტექსტში ასევე დაგმობილია მზია ამაღლობელისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება, რომლებიც ასამბლეის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. ამასთან, რეზოლუციის დოკუმენტში საქართველოში, 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითაც არის საუბარი. ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებელი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ადამიანის უფლებათა ოფისისადმი ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევა დაგვიანებით განზრახ გაიგზავნა, რამაც მათი დაკვირვება შეუძლებელი გახადა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე შეშფოთებულია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონზე, რომელიც ასამბლეის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების სათანადო ფუნქციონირებას ხელს უშლის. ასევე, მწუხარებას გამოთქვამს „გრანტების შესახებ“ კანონის მიღების გამოც და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონების ეფექტი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამანადგურებელია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ასევე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების 2003-2012 წლების საქმიანობას შეისწავლიდა. ევროსაბჭოში საქართველოს საკითხზე დებატები ხვალ გაიმართება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა პაპუაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Վարչապետների համատեղ ասուլիս / პრემიერ მინისტრების ბრიფინგი
Armenian Community of Georgia
Համատեղ ասուլիս / ერთობლივი ბრიფინგი
Armenian Community of Georgia
რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პო: კონგრესი საქართველოსთან დგას
ამერიკის ხმა