ევროპარლამენტის რეზოლუცია - შეფასებები


ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

საქართველოს შესახებ რეზოლუციის ახალი პროექტი 425 ხმით მიღებულია. ხმაურიანი დებატების შემდეგ საბოლოო ვერსიაში რამდენიმე შესწორება შევიდა. ერთ-ერთ შესწორებაში 2017 წლიდან ამოქმედებული უვიზო რეჟიმის გადახედვაზეა მინიშნება. ძალაში დარჩა ჩანაწერი, რომლის მიხედვით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს. სწორედ რეზონანსული კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო გადაწყვიტა ევროპარლამენტის ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციის მომზადება. მედია და სამოქალაქო სექტორზე შეტევის და ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის არგუმენტით ევროპარლამენტი სადავო ინიციატივის უკან გაწვევას მოითხოვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპარლამენტი საქართველოზე მომზადებულ რეზოლუციაში პერსონალურ სანქციებს და ექს-პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებას ითხოვს. თუმცა დოკუმენტს მაინც 

საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. აქცენტი პროექტის იმ ჩანაწერზე კეთდება, სადაც აფხაზეთი ყირგიზეთთან ერთად არის მითითებული. 

სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს ევროპარლამენტარების ახალ მოწოდებებს და საკმაოდ ნეგატიურ გამოხმაურებას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან