სამტრედიაში გამართული მატჩში "ზუგდიდი" დამარცხდა
თამაში ზუგდიდის "ზუგდიდსა" და ბოლნისის "სიონს" შორის ბოლნისელთა გამარჯვებით - 0:3 დასრულდა. "სიონის" ფეხბურთელებმა პირველი გოლი დანიშნული თერთეტმეტრიანის შედეგად გაიტანეს. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ორივე გუნდის გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს კლუბებს. მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ზუგდიდელი გულშემატკივრები. შეხვედრის დასრულების შემდეგ რადიო "ათინათთან" კომენტარი გააკეთა ბოლნისის "სიონის" გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა. მან აღნიშნა, რომ მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ბურდულმა კომენტარი ზედა ეწერის სტადიონის შესახებაც გააკეთა. "კარგ ამინდებში ზედა ეწერის სტადიონი კარგია, მაგრამ წვიმების დროს პრობლემები იქმნება. ასეთივე პრობლემა ჩვენს გუნდსაც ჰქონდა. ეს საწყენი არ უნდა იყოს", - აღნიშნა მან. ბურდულის თქმით, მატჩის წინა ვნებათაღელვა ზედმეტად იყო გამოწვეული. "დაპირისპირება მოედანს არ უნდა გასცდეს და გარეშე პირები ფეხბურთელებს შორის კარგ ურთიერთობებს არ უნდა ძაბავდნენ". კომენტარის გაკეთება არ ისურვეს "ზუგდიდის" მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა. დღევანდელი წაგების შემდეგ, ჯერჯერობით, ზუგდიდის "ზუგდიდი" უმაღლლესი ლიგის ბოლო ადგილზეა. კლუბს სათამაშო ორი თამაში დარჩათ "საბურთალოსთან" და "სამტრედიასთან". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
TOP 10 ქალაქი საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობით
Georgian
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვებია და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საფეხბურთო მიმოხილვა - უეფას სუპერთასი - თბილისი 2015; ჩემპი...
პირველი არხი სპორტი
"შუქურა\
პირველი არხი სპორტი
ფეხბურთი. ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის მიმოხილვა
პირველი არხი სპორტი
"ზესტაფონი" - "დინამო". პირველი ტაიმი. საქართველოს ჩემპიონატ...
პირველი არხი სპორტი
distanciuri kompiuteruli momsaxureba. დისტანციური კომპიუტერუ...
Ordinary channel
programisti. პროგრამისტი. programebis dayeneba. პროგრამების...
Ordinary channel