კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკა

12.02.2020 00:31

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება იუწყება. ინფიცირებულთა რიცხვი კი 45 000-ს აღწევს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაშია, სადაც საკრუიზო გემზე მყოფი 3000-ზე მეტი მგზავრიდან ვირუსი 175-ს უკვე დაუდგინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს სახელწოდება „კოვიდ-19“ მიანიჭა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო დაავადების გავრცელებას აგრესიულად უნდა აღუდგეს წინ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო