ახალი კორონავირუსის არეალი და სტატისტიკა

20.03.2020 00:47

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვმა, ჩინეთში დაღუპულ პაციენტების რიცხვს გადააჭარბა. ვირუსს უკვე  3405  ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი -  41 ათასს აღემატება. მათ შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5300-მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  

საფრანგეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 11 ათასს მიაღწია.  გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსის ახალი შემთხვევა 2 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიამ  სულ 372 პაციენტი  იმსხვერპლა.  მათ შორის 130-მდე ბოლო ერთ დღეში. საფრანგეთის ჯანდაცვის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საკარანტინო ზომები.

ესპანეთმა კორონავირუსის დიაგნოსტირება ავტომობილებშივე დაიწყო. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. კოვიდ-19-ს  830 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 209 გასული დღის განმავლობაში. ინფიცირებულია თითქმის 18 000. მათ შორის 3500-მდე ახალი შემთხვევა ბოლო ერთ დღეში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine