ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მებაჟე ოფიცერი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. ბრალდებულმა, კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 1000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს როგორც საჯარო მოხელეებს, ისე მათთან კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ინიციატორ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებისგან. ნებისმიერ ასეთ ფაქტზე სამსახური უზრუნველყოფს სწრაფ და მკაცრ რეაგირებას.
საგამოძიებო სამსახური-ის სხვა ვიდეოები
საგამოძიებო სამსახური
საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პასუხისგებაშ...
00:57
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი
01:16
ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი
00:43
საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე...
01:05
ყალბი დოკუმენტებით ხის მასალის შეძენა-რეალიზაციის...
02:25
ტრენინგი
მსგავსი ვიდეოები
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკა...
საგამოძიებო სამსახური
დაკავება ქრთამის აღების ფაქტებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კაკაულიას სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ, თაღლითობის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურა
„ფრეგოს“ მფლობელი დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყი...
PalitraNews