პროკურატურამ, თაღლითობის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს შესთავაზეს მის კომპანიაზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირების, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დახმარება, რისთვისაც მას მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თითქოსდა ქრთამის სახით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდნენ. დაზარალებულმა ჯგუფის წევრებს 6 500 აშშ დოლარი გადასცა, რასაც ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ. მოგვიანებით, თაღლითობის თაობაზე ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორისთვის. ამ უკანასკნელმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან მეგობრული და საქმიანი კავშირების გამო, არ მოახდინა სამართლებრივი რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე, რამაც დაზარალებული პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცველებისთვის შეტყობინების შიშით, თაღლითური ჯგუფის წევრებმა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხსენებულ პატრულ-ინსპექტორს დაზარალებულისთვის დასაბრუნებლად 6 200 აშშ დოლარი გადასცეს, საიდანაც მან დაზარალებულს 4 800 აშშ დოლარი მისცა, ხოლო 1 400 აშშ დოლარი მიითვისა. დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, ბრალდება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურა...
საქართველოს პროკურატურა
ინფორმაცია ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამ...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლებ...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თა...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავ...
საქართველოს პროკურატურა
ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრა...
საქართველოს პროკურატურა
მიხეილ სადრაძე, პროკურორი
საქართველოს პროკურატურა
ე.წ. ქოლცნეტრების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster