რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაში აფეთქებები გრძელდება - ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, საარტილერიო ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ სევეროდონეცკზე იერიშს განაგრძობს. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსი სამხედროები არტილერიითა და ავიაციით ბომბავენ ქალაქ სლავიანსკს. გასულ დღე-ღამეში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს. დაზიანებულია 41 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 33 საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, წყალმომარაგების სისტემა, საკვების ქარხანა, მანქანათმშენებელი ქარხანა და სასოფლო-სამეურნეო საწარმო. თავდასხმების შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის დაბომბვა დაიწყეს. სამიზნე საცხოვრებელი რაიონები გახდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან