ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში

06.12.2020 00:55

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა რეგიონშიც. თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 31 896 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 196 პაციენტი გარდაიცვალა.  აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 4 323 ადამიანს გამოუვლინდა,  42 პაციენტი კი დაიღუპა.

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კოვიდ-19-მა 19 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოვლენილია ინფიცირების 2 431 731 შემთხვევა, მათ შორის  ვირუსით 42 684 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთი, ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. 


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub