ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში

16.08.2020 00:52

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, ბოლო 45 დღის განმავლობაში, კორონავრიუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19 1 256 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 21 ინფიცირებული.

აზერბაიჯანში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში, 207 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა. 

სომხეთში, ბოლო მონაცემებით, ვირუსი 168 ადამიანს დაუდასტურდა. ორი ინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

რაც შეეხება რუსეთს, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის ხუთი ათასი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადება ფატალური 68 პაციენტისთვის აღმოჩნდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania