ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში

20.12.2020 00:45

თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის  22 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 241 ინფიცირებული გარდაიცვალა, 25 ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

3 705 ახალი ფაქტი აღრიცხეს აზერბაიჯანში. დაიღუპა 42 მოქალაქე.

სომხეთში კი, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციას ბოლო ერთ დღეში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება. 

28 209-ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა რუსეთში.  585 პაციენტისთვის ვირუსი სასიკვდილო აღმოჩნდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi