„ევროპის სახალხო პარტიის“ მოწოდება
„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. „ევროპის სახალხო პარტიაში“ აღნიშნავენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები დააფიქსირა სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფმა. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ეს არჩევანის საკითხი არაა, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ამასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ გმობს მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ცილისმწამებლურ თავდასხმებს ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე და მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას“ აღიაროს სიტუაციის სერიოზულობა. „მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სათანადო კლინიკაში - საქართველოში ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც მას შეუძლია მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკონსტიტუციო ცვლილებები და ოპოზიციის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
EPP-ის მწვავე რეზოლუცია და მოწოდება "ოცნებას" | რა წერია ევრ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ევროპარლამენტის რეზოლუცია - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
EPP-ის ორი დეპუტატის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მე-14 დღეა, უკანონო პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვილფრიდ მარტენსი - "Le Monde"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა