საკონსტიტუციო ცვლილებები და ოპოზიციის მოთხოვნა
ევროპის „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მოწოდება შიდა პოლიტიკურ უთანხმოებას კიდევ უფრო ამწვავებს. რვა მარტის შეთანხმებას ამჯერად დონალდ ტუსკი ეხმაურება და ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სწორედ რურუას საკითხზეა დამოკიდებული ორი ოპოზიციური ფრაქციის ბოიკოტის შეწყვეტა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვა, რომელიც ხვალ იწყება და რომელიც თავის დროზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო. თუმცა, მმართველი გუნდი არაერთხელ დაფიქსირებული პოზიციის გადახედვას არ აპირებს. ახალი საარჩევნო სისტემის მისაღებად „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების იმედი აქვს. გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას მაიკლ კარპენტერმაც მოუწოდა. ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა განცხადებაში რურუას ოპოზიციის ლიდერი უწოდა. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩარევას არ აპირებენ და პირობას დებენ - როგორც წინასაარჩევნო პროცესი, ისე არჩევნები, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციის მოთხოვნას უმრავლესობა პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა რიგგარეშე სესია მოიწვია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებები და ახალი ინიციატივები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster