ოპოზიციის მოთხოვნა
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი პრეზიდენტის პასუხს ელოდება. ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით, მათ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს. კანონის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა კანონმდებლებს პასუხი ოფიციალური მიმართვიდან 48 საათში უნდა გასცეს. მიმართვას ხელს აწერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე. ისინი რიგგარეშე სესიის დანიშვნას და საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მოითხოვენ. განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია დეპოლარიზაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება. „ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ „რიგგარეშე სესიის მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან დაპირისპირებას აღრმავებს და „რადიკალურ ოპოზიციას სინამდვილეში მორიგი შოუს მოწყობა სურს“. რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში სულ ოთხი საკითხია და პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ ინიციატივებს მოიცავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მოთხოვნა - გრიგოლ ვაშაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლებას - „ოცნება“ ოპონენტებს გონიერ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ოპოზიციის მოთხოვნა და ხელიუფლების პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის მოთხოვნა და ხმაური ბიუროს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster