მე-14 დღეა, უკანონო პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
ოფიციალური თბილისისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად, უკვე მე-14 დღეა, ოკუპაციური რეჟიმის ტყვეობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ოჯახის განცხადებით, მასთან ცხინვალის ციხეში უკვე იმყოფებოდა ადვოკატი, რომელიც ამ ეტაპზე საქმის მასალებს ეცნობა. გათავისუფლების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაში ჩართულია ევროკავშირის წარმომადგენლობა. უკანონოდ გატაცებული ექიმის საკითხზე ისაუბრა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, გიგი წერეთელმა. ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე იყო პირველი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკურ საბჭოში განიხილა. შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა უსაფრთხოების კომიტეტმა, ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ქართველმა ექიმმა ე.წ. საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რაც თბილისში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პროვოკაცია იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა და მას მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა. დე ფაქტო რეჟიმის ცნობას კატეგორიულად უარყოფს ექიმის ოჯახიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შიმშილობას აგრძელებს ელენე ხოშტარია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხალხო რა გჭირთ, ასეთი რა გული გაქვთ - ლელა ვეფხვაძის მიმართვ...
Formula News
რატომ გაიფიცნენ ჭიათურელი მაღაროელები? მოისმინეთ მათი ხმები
რადიო თავისუფლება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაფიცვა საირმეში
მაუწყებელი • Mautskebeli
ნოდარ დუმბაძე - 87 პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გურიაში
culturegovge culturegovge