ვითარება ახლო აღმოსავლეთში

20.10.2023 01:18

უკვე მე-14 დღეა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობამ ორივე მხარეს 5 ათასს გადააჭარბა. ისრაელი განაგრძობს ღაზაში საჰაერო ოპერაციას. ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ 4 100-ს მიაღწია. არაბულ ანკლავში ამ დრომდე ეძებენ 4 000-ზე მეტ ადამიანს, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს ღაზას სექტორში, საჰაერო იერიში 100-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს, ქალაქ კირიათ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა. გაერო-ში ამბობენ, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში სავარაუდოდ 21 ოქტომბერს მოხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: