ფისკარსის ცული X15

07/22/2016
ლაშქრობა-ის მიერ

ეპიზოდში მოკლედ აღწერილია ფისკარსის ცული X15, ზოგადად ცულები შეგვიძლია ორ ძირითად ჯგუფად დავყოთ საჩეხი ცულები, რომლებიც დიდი მორების დასაწვრილებლად და დასაჩეხადაა განკუთვნილი, და საჭრელი ცულები რომლებიც უშუალოდ ხის მოსაჭრელად და ტოტების გასასხეპად გამოიყენება. X15 სწორედ ასეთ საჭრელ ცულებს მიეკუთვნება. მისი სიგრძე 60 სანტიმეტრია, წონა 1515 გრამი, ჩასადებით 1585. ამხელა გაბარიტების გამო სტანდარტულ ლაშქრობებში თითქმის არასდროს დამაქვს, ვიყენებ მაშინ როდესაც წინასწარ ვიცი რომ ტყეში დიდი მოცულობით ხეზე სამუშაოა შესასრულებელი. იმ ქვეყნებში სადაც ლაშქრობა პოპულარულია და მაღალ დონეზეა აყვანილი, მოხალისეები დამოუკიდებლადაც ასუფთავებენ სალაშქრო ბილიკებს, ათავისუფლებენ გზას გადმოწვენილ-მოტეხილი ხეებისგან, სწორედ ასეთი მასიური სამუშაოსთვისაა ზედგამოჭრილი ეს მოდელი. X15 მშვენიერი დამატებითი ნივთი იქნებოდა \"off-road\" მანქანებისთვის და ასევე სამაშველო ჯგუფებისათვის. ცულის ტარი ზეგამძლე პლასტმასისაა (არცერთი არ შემოგვტეხია ინტენსიური და მრავალწლიანი ხმარების შემდეგაც კი) კოხტა მორეზინებული დაფარვით, ცულის თავი თითოეული მოქნევისას ძალიან ღრმად ჩადის ხეში მისი სპეციალური დიზაინის დამსახურებით. ამ ნივთის ფასი ამაზონზე დაახლოებთ 35 დოლარია.

ამაზონის ბმული
http://www.amazon.com/Fiskars-X15-Cho...
ჩვენ შეშისთვის ყოველთვის გამხმარ ხეებს ვჭრით, კონკრეტულად ამ ვიდეოში გამოყენებული ხე კი დაავადებული და გამხმარი ფიჭვია რომლის მოჭრა და დაწვაც ერთადერთი საშუალებაა მის გარშემო ჯანსაღი ხეების გადასარჩენად.
გააზიარეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა ავტომატურად გაეცნოთ შემდგომ ეპიზოდებს.


ვიდეოს პროდიუსერი - თინათინ მუმლაძე

ვიდეოები „ლაშქრობა"-ისგან