გია დანელია ფარულ ჩანაწერზე: ამ ჩანაწერში პაციენტთან კბილის პროთეზზე ვსაუბრობდი
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დეპუტატ გია დანელიას დაკითხვა დასრულდა. დაკითხვის შემდეგ მან ჟურნალოისტებს უთხრა, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა. მისი განმარტებით, ჩანაწერის მოსმენის შემდეგ მიხვდა, რომ ფარულად 2017 წელს გადაუღეს, თუმცა აქ არა არჩევნების გაყალბებაზე, არამედ პაციენტთან კბილის პროთეზზე საუბრობდა. „ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია. ჩაწერილი ორი წლის წინ, როდესაც მე ვესაუბრები პაციენტს კბილის პროთეზთან დაკავშირებით. ალბათ ის ადამიანი ფარულად თანამშრომლობდა გარკვეულ პირებთან და მიზანმიმართულად ირებდა ჩემს ხმას, რათა გაეკეთებინათ ეს ფაბრიკაცია. ეს ჩანაწერი ემსახურება ჩემი და მმართველი პარტიის დისკრედიტაციას“, - აღნიშნა გია დანელიამ. დანელია აღნიშნულ საკითხზე პროკურატურაში მეორედ დაიკითხა. ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" გია დანელია პროფესიით სტომატოლოგია. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც, თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გამოძიება სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოისყიდეთ, დააშინეთ, გაიტაცეთ - სკანდალური ფარული ჩანაწერი
Georgia Official
წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიცია და „ოცნ...
Radio Atinati
გია დანელია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მურთაზ დანელიამ, თენგიზ ესიავამ და გია გოდერძიშვილმა ხალხი ს...
Nikoloz Mzhavanadze
გამოკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯგუფი ქვინტესენსი - პოპური კ/ფ-დან "არ იდარდო!" The Quintess...
Sofia Nioradze