საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა დაიწყო
იუსტიციის სახლებში საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს ატესტატს 52400 აბიტურიენტი აიღებს. კახეთის რეგიონში სკოლადამთავრებულებს ატესტატების მიღება გურჯაანის, თელავის და ყვარლის იუსტიციის სახლებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში შეეძლებათ. „იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სკოლა მიმდინარე წელს დაამთავრეს, ატესტატი 31 დეკემბრამდე უფასოდ გადაეცემათ. განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, ატესტატებს სტანდარტულად, 10 დღის ვადაში მიიღებენ", - განუცხადა ტელეკომპანია „თანამგზავრს" თელავის იუსტიციის სახლის მენეჯერმა. იუსტიციის სახლი ატესტატების გაცემას უკვე მეორე წელია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1pA2sbB
მსგავსი ვიდეოები
სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი დამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გად...
Art-folk Union of Culture and Art Development
იუსტიციის სახლში შეგიძლიათ ისარგებლოთსაპენსიო სააგენტოს სერვ...
Public Service Hall იუსტიციის სახლი
პოლიტიკური სუბიექტების ხედვები საშუალო განათლების სფეროში
TV 25
ქეთევან ნატრიაშვილი საშუალო განათლების შესახებ
GrassGroup Georgia
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
46 კილომეტრი სკოლამდე - სოფელი ხევრა, ზემო სვანეთი
Mtisambebi / მთის ამბები