სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი დამტკიცდა
სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა. კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელმეორე კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს. კანონის მიხედვით უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ინიციატივა განათლების საკითხებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაანონსებული რეფორმა და კითხვები განათლების სამინისტროს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება
Music Box
საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
Ajara TV
რას გულისხმობს განათლების ახალი მოდელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 28 იანვარი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE