იუსტიციის სახლში შეგიძლიათ ისარგებლოთსაპენსიო სააგენტოს სერვისებით

10.03.2024 01:05

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა მონაწილეს, 2023 წლის 6 სექტემბრამდე აქვს შესაძლებლობა, გაანაწილოს საკუთარი საპენსიო აქტივები დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელში; განცხადების გასაკეთებლად აუცილებელად თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იუსტიციის სახლში, ასევე, შეგიძლიათ გააკეთოთ განცხადება საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე ავტორიზაციისთვის პარამეტრების განსაახლებლად; ‍პარამეტრების განახლების შემდეგ, მიიღებთ შესაბამის ინსტრუქციას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ისარგებლოთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის პირადი გვერდით; ✅იუსტიციის სახლში, ასევე, ხელმისაწვდომია საპენსიო სააგენტოს შემდეგი სერვისები: პენსიის დანიშვნა; საპენსიო სქემიდან გასვლა; ცნობების მოთხოვნა. სერვისის მიღება, ასევე, შესაძლებელია მობილურ იუსტიციის სახლებში. ✔️თქვენი მომსახურება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. #იუსტიციისსახლი #იუსტიციისსამინისტრო #სერვისები #საპენსიოსააგენტო #მომსახურება #პენსია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო