კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

24.10.2021 00:53

ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. დადებითობის ახალი დღიური მაჩვენებელი 10, 73 პროცენტით განისაზღვრა. გამოვლინდა ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა. კვლავ მაღალია სიკვდილიანობა. ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 43 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის მანძილზე დადასტურებული შემთხვევებიდან, თბილისში გამოვლენილია 1 208 ფაქტი, იმერეთი - 729, კახეთი - 539, ქვემო ქართლი - 221, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, შიდა ქართლი - 195, გურია – 98. დანარჩენ რეგიონებში კი შედარებით დაბალი მონაცემები ფიქსირდება. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება 309 ინფიცირებულს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო