კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობა მომავალ სასესიო კვირაში, მესამე მოსმენით გაგრძელდება. პროცედურის მიხედვით, დოკუმენტს ჯერ კომიტეტზე განიხილავენ, შემდგომ კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. სადავო პროექტთან დაკავშირებით უცვლელია პოლიტიკური პოზიციები. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ„ ქართული ოცნების“ ინიციატივა რუსულია და არ ემსახურება ქვეყნის გაცხადებულ ინტერესებს. ოპოზიციურ სპექტრი კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მიღებით საქართველო დაშორდება ევროინტეგრაციის გზას. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონის მიზანი მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან