კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
02/23/2023
მოძრაობამ „ხალხის ძალა“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის ალტერნატიულ ვარიანტი დაარეგისტრირა. კანონპროექტი ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება. მათი განმარტებით, აღნიშნული ვარიანტი ამერიკული ვერსიის ანალოგია. კრიტიკის მიუხედავად, ავტორები არ აპირებენ უკან გაიწვიონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გასაჯაროებასა და „უცხოური გავლენის აგენტთა“ რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. დეპუტატებს არჩევანის გაკეთება ორ პროექტს შორის მოუწევთ – უკვე ინიცირებულსა და ამერიკაში, გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოქმედი აქტის ქართულ თარგმანს შორის. თუმცა, ამერიკული ვერსიაც ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია, მათი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა სახელმწიფო ინტერესების დაცვას არ ემსახურება. საბოლოო პოზიციის შეჯერებას ცდილობს მმართველი პარტია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მკაცრი შეზღუდვების არგუმენტით, ამერიკულ მოდელს ეწინააღმდეგება და ყოფილი თანაპარტიელების პროექტს ლობირებს, საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე ვერსიის წაკითხვის შემდეგ მიიღებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.