რა არის სლექლაინი

01/23/2019
Dusty Boots-ის მიერ

wordpress blog: http://www.slacklinegeorgia.wordpress...
instagram: http://www.instagram.com/slackline_ge...
facebook: http://www.facebook.com/slacklinegeor...

სლექლაინი არის, სახალისო, გამაჯანსაღებელი სპორტული აქტივობა, რომელიც გონებრივ და ფიზიკურ კონდიციას აუმჯობესებს.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ იოგის, მედიტაციის , კარდიო ვარჯიშების შესახებ, რათა გავზარდოთ ჩვენი ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები.
თუმცა ზოგი უფრო სხვა გზით მიდის და იყენებს სლექლაინს როგორც ეფექტურ საშუალებას საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამგვარი აქტივობა ნამდივლად ხელს უწყობს ჯანმრთელად ყოფნას და პოზიტიურად აზროვნებას.
სლექლაინი არის სახალისო და რთული, სლექზე მოსიარულე ადამიანმა დღეში რამოდენიმე წითიანი ვარჯიშითაც კი შეიძლება მიიღოს უამრავი სარგებელი თავისი სხეულისათვის.
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში ამ სპორტულმა აქტივობამ უკვე მიიპყრო დიდი ყურადღება, განსაკუთრებით ფიტნეს ინდუსტრიაში.
სლექლაინის მიმდევრები, ამტკიცებენ მის უპირატესობას და არ ჩქარობენ ჯამრთელობის გასაუმჯობესებლად სხვა მეთოდების გამოყენებას.
წონასწორობის დაცვა სიარულისას განსაკუთრებით რთულდება, რაც ძირითადი კუნთების (მხრების, ფეხების , ზურგის, წელის) გავაჯრიშებას შესანიშნავად ახორციელებს.

ხსნის სტრესს

სლექლაინის ხშირ პრაქტიკას შეუძლია სტრესის შემცირებაში დიდი წვლილის შეტანა. სიარულისას თქვენს გონებაში სტრესისთვის და ნერვიულობისთვის ადგილი აღარ რჩება, იმდენად დიდია კონცენტრაცია იმ კონკრეტულ მომენტში.

აუმჯობესებს კონცენტრაციას

სლექზე სიარული შეუძლებელია თუ თქვენ სრულად არ ხართ კონცენტრირებული. როდესაც დადიხართ სლექლაინზე, ყურადღება უდნავადაც არ უნდა მოადუნოთ რათა შეინარჩუნოთ წონასწორობა. თუნდაც უმნიშვნელო ყურადღების მოდუნება შეიძლება მიზეზი გახდეს წონასწორობის დაკარგვის და “ჩამოვარდნის”.

ამშვიდებს გონებას

სლექლაინი ასუფთავებს თქვენს გონებას და ეხმარება მის დამშვიდებას. სიარულისას თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ისეთ აზრებს რომლებიც თქვენს სიმშვიდეში გიშლით ხელს. სლექლაინი არის სასიამოვნო გზა წყნარი გაწონასწორებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

აძლიერებს გამძლეობას

სლექლაინი რეგულარული ვარჯიში მშვენივრად ამაგრებს გამძლეობას, ძირითად მამოძრავებელ კუნთებს. თუ თქვენ ეძებთ მარტივ და ეფეკტურ საშუალებას ამ ყველაფრის გასაუმჯობესებლად სლექი იდეალური ვარიანტია.

ხელს უწყობს ხერხემლის სისწორეს

მაგრდება ხერხემლის სისწორისთვის საჭირო ყველა კუნთი. ის ადამიანები რომლებიც ხშირად ვარჯიშობენ სლექლაინზე, არ არიან მოხრილები, მუდამ გამართულად და სწორედ დადიან. უმაგრდებათ ხერხემალი, ზურგი, წელი. აქვთ სწორი სხეულის პოზა (posture).

მთლიანობაში სლექლაინი გაგაჯანსაღებთ, გაგიძლიერებთ ზურგის, ფეხების კუნთებს, გაგისწორებთ ტანის სწორ პოზას და მოგიხსნით ყოველდღიურ სტრესს.