საერთო სახალხო შეკრება დღეს გაიმართება


„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული შეკრება პარლამენტის შენობასთან 18:00 საათიდან დაწყება, სიტყვით კი მოქალაქეებს 20:00 საათიდან მიმართავენ. წინასწარ ცნობილია, რომ აქციას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აქციაზე მივლენ მოქალაქეები როგორც დედაქალაქიდან, ასევე მათი ამომრჩევლები რეგიონებიდან.

საერთო სახალხო შეკრების დროს მმართველი გუნდი საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსს და მნიშვნელობას. ოპოზიცია დაგეგმილ შეკრებას საზოგადოების გაყოფისკენ და დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან