ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - შეკრება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში
სასამართლოს ხვალინდელი გადაწყვეტილების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან საერთო სამოქმედო გეგმას ათანხმებს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს სამი პარტიის - „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერები მივიდნენ. ოთხი პარტიის საერთო პოზიციაა, რომ სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილების დაყოვნებას შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს. სასჯელის გადავადებისთვის საკმარის სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითებს სახალხო დამცველიც. სწორედ ომბუდსმენის მიერ მოწვეული ექიმთა კონსილიუმის შეფასებები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაა ის მთავარი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. პროცესზე, რომელიც ხვალ 13 საათზეა დანიშნული, რაიმე ფორმით დასწრების სურვილს გამოთქვამს თავად სააკაშვილი. მოწმეების რაოდენობის და დამატებითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე სხდომა დასჭირდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის შეკრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის შეკრება ევროპის მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
6
აქცია და კონტრაქცია თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster