6
11/23/2024
მძიმე პოსტსაარჩევნო გარემოა საქართველოში.
ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო. სამოქმედო სტრატეგია წინააღმდეგობრივი მოძრაობის გაშლას გულისხმობს, რომელმაც თბილისი და ყველა რეგიონი უნდა მოიცვას. პირველ ეტაპზე ყოველდღიური გამოსვლები და პერიოდულად გზების პიკეტირება დედაქალაქშია დაანონსებული. დღეს შეკრება სპორტის სასახლესთან იგეგმებოდა, თუმცა გეგმა შეიცვალა. ხელისუფლების ოპონენტები მხარდამჭერებთან ერთად სააპელაციო სასამართლოსთან მივიდნენ, პროცესის გადადების გამო აქციის ადგილი უცვლელი იქნება ხვალაც. სწორედ ხვალ უნდა გახდეს ცნობილი, დატოვებს თუ არა ძალაში მეორე ინსტანცია გადაწყვეტილებას, რომლითაც თეთრიწყაროს და წალკის უბნების შედეგები გაბათილდა. ჯერ კიდევ წინა კვირას გამოსაქვეყნებელი გეგმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ამომრჩევლებს რუსთაველის გამზირზე გამართულ გუშინდელ აქციაზე გააცნეს. სამოქმედო სტრატეგია გამოსვლებთან ერთად არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებას და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიწოდებასაც ითვალისწინებს. მმართველი გუნდი ოპონენტებისგან პროვოკაციებს და არეულობის მცდელობებს ელოდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.