ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება

18.03.2023 01:23

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნივერსიტეტის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკრეტული პრივილეგიებით სარგებლობს და ავტორიზაციის გარეშე აგრძელებს მუშაობას. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყველა პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ექვემდებარება აკრედიტაციის პროცედურას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ. საბჭო ასევე წარმოადგენს უნივერსიტეტის ხარისხის გარე მაკონტროლებელ მექანიზმს. დამატებით, უნივერსიტეტს აქვს ვალდებულება, ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აღიარებისთვის წარადგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია მსოფლიოს წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და, სწორედ TUM-ის პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო პროგრამები დამტკიცებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომელიც შედგება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა და პროფესორებისგან. საგანმანათლებლო პროგრამების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას დამატებით უზრუნველყოფს TUM International, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი ორგანიზაციაა და ის ხელს უწყობს აკადემიური პროგრამებისა და მათი ხარისხის განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადება
01:43

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის შეჯამება
00:31

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის შეჯამება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

IBSU-ს სტუდენტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
04:19

IBSU-ს სტუდენტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სამართლებრივ დავას იწყებს
04:52

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სამართლ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

IBSU-ში საგანგებო კონფერენცია გაიმართება
03:17

IBSU-ში საგანგებო კონფერენცია გაიმართება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმე
01:01

შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„შავი ზღვის უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა
01:43

„შავი ზღვის უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზელენსკის განცხადება - კრემლის პასუხი
01:24

ზელენსკის განცხადება - კრემლის პასუხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო