მერკელის ვიზიტი რუსეთში

20.08.2021 04:51

სამსაათიანი მოლაპარაკებები კრემლში - ვლადიმერ პუტინისა და ანგელა მერკელის შეხვედრა დასრულებულია. აუდიენციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა. პირისპირ საუბრის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებულ მცირე კომენტარში რუსეთის პრეზიდენტმა გერმანია რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მოიხსენია. არაერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, მოსკოვი და ბერლინი საუბრობენ და ერთმანეთთან კონტაქტს ინარჩუნებენ - ასეთი იყო გერმანიის კანცლერის გზავნილი. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი რაიმე სახის დოკუმენტის ხელმოწერას არ გულისხმობდა. კანცლერის რანგში ეს მერკელისთვის ბოლო სამუშაო ვიზიტი იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: