ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი

07.10.2019 08:51

ანგელა მერკელის ვიზიტიდან ერთი წლისთავზე საქართველოში გერმანიის პრეზიდენტი იმყოფება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისს 5-წლიანი პაუზის შემდეგ სტუმრობს. გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსი, რომელსაც ორჯერ ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, ხვალ საოკუპაციო ხაზთან ჩავა და მავთულხლართებით გაყოფილ სოფლებს პირადად ნახავს. გერმანიის პირველი პირი, რომელიც აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე თბილისში კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმით იყო ჩამოსული, ამბობს, რომ საქართველოში ამჯერად რაიმე ინიციატივა ან წინადადება არ ჩამოუტანია. თუმცა ხელისუფლების პირველ პირებთან დღევანდელ შეხვედრებზე მისი განცხადებების დიდი ნაწილი სწორედ ოკუპაციას შეეხო. კონფლიქტების დიპლომატიურად გადაჭრაში რუსეთიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული,- ასეთია შტაინმაიერის პოზიცია. გერმანიის პრეზიდენტი ნიუ იორკში საქართველო-რუსეთის პირველ დიპლომატებს შორის გამართულ პირისპირ დიალოგსაც მიესალმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის შედეგები
02:23

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის შედეგები

რეგიონები და ევროკავშირი

ლევან ლორთქიფანიძე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის შესახებ
13:20

ლევან ლორთქიფანიძე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის შესახებ

sozialist. ge

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტს უმასპინძლა
12:56

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტს უმასპინძლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
02:55

სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინტერვიუ საქართველოში გერმანიის ელჩთან
04:27

ინტერვიუ საქართველოში გერმანიის ელჩთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ილია მეორეს შეხვდა
02:35

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ილია მეორეს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გერმანიის პრეზიდენტი თბილისშია
08:25

გერმანიის პრეზიდენტი თბილისშია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ხვდება
02:14

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაი...

TV IMEDI

ყველა ვიდეო