მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში

14.08.2018 00:33

„ექო ვეი“ - 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. 4 დღე, 5 სცენა და 150 -მდე უცხოელი და ადგილობრივი არტისტი. მთავარი ჰედლაინერი კი, ცნობილი დიჯეი სოლომუნი იქნება. მოწვეულ არტისტებს შორის არის ტრიპ-ჰოპ მუსიკის პიონერი თრიქიც. „ექო ვეი“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ფესტივალის, „ექსითის“ ქოლგის ქვეშ გაიმართება. ფესტივალი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ეწყობა. ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნა . მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: