ერგნეთის მოლაპარაკებების მეასე შეხვედრა


ზაზა გახელაძის ოჯახს შესაძლოა პატიმრის ნახვის შესაძლებლობა მიეცეს.

ეს არის ერთადერთი სიახლე, რომელიც ერგნეთის მოლაპარაკებების მე-100 რაუნდის შემდეგ ხდება ცნობილი. ერთი წლის წინ სხვილოს ციხესთან უკანონოდ დაკავებული გახელაძის და ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლება ოფიციალურმა თბილისმა საოკუპაციო რეჟიმს დღეს ეუთო-ს გენერალური მდივნის თანდასწრებით მოსთხოვა. ჰელგა შმიდი ერგნეთში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის მაღალჩინოსანთან ერთად დაესწრო. 12 წლის წინ სწორედ მისი აქტიური ჩართულობით შეიქმნა ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატი. ვიზიტის დროს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საკუთარი თვალით ნახა ის მძიმე რეალობა, რომელიც საოკუპაციო ხაზთანაა შექმნილი. შეხვედრის შედეგების მოსასმენად ერგნეთში ჩავიდნენ გახელაძის ოჯახის წევრებიც. ექვს საათიანი მოლაპარაკება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღესაც უკომენტაროდ დატოვეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან