ერგნეთის მოლაპარაკებები


ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა.

კვლავ უპასუხოდ დარჩა ქართული მხარის მოთხოვნა, მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი იყო ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე, მაისიდან დღემდე საოკუპაციო ზოლში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის საკითხსაც. ფაქტი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა უარყო. ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მოთხოვნა, დაკავებული კაბისოვისა და გაბარაევის გადაცემის შესახებ, დე-ფაქტო წარმომადგენელს შეხვედრაზე არ დაუყენებია. ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ იყო.

სარმად გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი სოფელ ერგნეთში აიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია და ის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს. ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კაბისოვი და გაბარაევი ბრალდებულები არიან მძიმე დანაშაულში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან