ამომრჩეველთა სპეციალური სიები

11.06.2014 01:08

თელავის ნომერ მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიებზე მუშაობა მიმდინარეობს. საუბარია პირებზე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციებში არიან წარმოდგენილნი. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს" თელავის ნომერ მე-17 საოლქო -საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, არჩევნებამდე 5 დღით ადრე ბოლო ინსტრუქციების მისაღებად, აქტიურად გრძელდება შეხვედრები საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებთან. თელავის საარჩევნო ოლქში სულ 55 ათას 912 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1u8ltD4

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო