ორ საათში ქვეყნის ათ მუნიციპალიტეტში, შუალედური არჩევნებისათვის გახსნილი 165-ვე უბანი დაიხურება

29.04.2023 02:11

ზუსტად ორ საათში ქვეყნის ათ მუნიციპალიტეტში, შუალედური არჩევნებისათვის გახსნილი 165-ვე უბანი დაიხურება. მოქალაქეები დღეს ორ მერს, საკრებულოს ხუთ დეპუტატსა და პარლამენტის ერთ წევრს ირჩევენ. თითქმის ყველა უბანში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. სპეციალური რეჟიმით მუშაობს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკო-ს ცნობით, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია. საარჩევნო ადმინისტრაციაში ახლა მორიგი ბრიფინგი იწყება - ცესკო-ს პირდაპირ ეთერში ვრთავთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო