ანულირებული შეთანხმება - პოლიტიკური შეფასებები
ხელმოწერიდან თითქმის სამი თვის თავზე შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად და ამოწურულად ცხადდება. მმართველი პარტიის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ისედაც მძიმე პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ოპოზიცია კონსულტაციებს აანონსებს, ნაწილი პარლამენტის დატოვებას და თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს. საერთო საპასუხო სტრატეგიის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც დოკუმენტზე ხელი საერთოდ არ აქვს მოწერილი. რაც შეეხება შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის მიზეზებს „ქართული ოცნება“ დოკუმენტის თითქმის ყველა პუნქტს შესრულებულად აცხადებს და ფიქრობს, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ხელმოწერაზე უარის ფონზე მმართველი გუნდი შეთანხმების მიმართ ცალმხრივ ერთგულებას იჩენდა. დოკუმენტიდან გასვლით მოახლოებულ არჩევნებზე 43%-იანი დათქმაც აღარ არსებობს, ანუ შემოდგომაზე 43%-ზე ნაკლები ხმების მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებისგან თავისუფლდება. სწორედ მეხუთე პუნქტს უკავშირებს ოპოზიციის დიდი ნაწილი სახელისუფლებო გუნდის დღევანდელ ნაბიჯს. ცალკეული ოპოზიციური პარტიები კი გადაწყვეტილებაში „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობასაც ხედავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანულირებული შეთანხმება - პოლიტიკური შეფასებები
TV 25
#მოამბე 21 საათზე, 28 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანულირებული შეთანხმება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანულირებული დოკუმენტი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანულირებული შეთანხმება - საერთაშორისო გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის წერილი შარლ მიშელს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანულირებული შეთანხმება
TV IMEDI