საქართველოს ქალთა პირველობა სამთო ველოსპორტში, რუსლან ჯაოშვილის თასზე - ველობლოგი

29.05.2022 12:10

საქართველოს ქალთა პირველობა სამთო ველოსპორტში, რუსლან ჯაოშვილის თასზე - ველობლოგი 2022 წლის 28 მაისს საქართველოს ველოსპორტის ფედერაციამ პირველად გამართა ქალთა ველოშეჯიბრი Cross Country კატეგორიაში. შეჯიბრი გაიმართა ლისის ტბის მიმდებარედ, მშრალი ტბის ტერიტორიაზე. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 23 ველომოყვარული გოგონა. მონაწილეობა მიიღო 18-მა. საშეჯიბრო მანძილი მოიცავდა 3 წრეს მშრალი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯამში დასაფარმა მანძილმა 15 კმ შეადგინა. ვრცლად შეჯიბრის შესახებ ცნობები შეგიძლიათ მიიღოთ ბმულზე:   / 532442601917823   ველოშეჯიბრის პარტნიორი იყო კავკასიის ველო ქსელი. ფეისბუკი:   / caucasuscyclingnetwork   საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია:   / georgiancyclingfederation   ღონისძიების სპონსორმა - მაკკოფემ პირველ სამ ადგილზე გასული მოასპარეზეებისთვის პრიზები და ჯილდოები დააწესა. შეჯიბრის გამარჯვებულია ვერიკო ბაზალი, რომელსაც გადაეცა რუსლან ჯაოშვილის სახელობის თასი. გამოყენებული ფოტო: ლუკა ლეკიშვილის. FB:   / lukalekishviliphotos   #ველობლოგი #cycling #CCN © ველობლოგი, © CCN, 2022. My favorites list at Amazon ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/ Instagram ➜   / veloblogi   telegram ➜ https://t.me/veloblogi facebook ➜   / mobilisinmobilige   #ველობლოგი #cycling

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო