Zacharia Paliashvili – Abesalom And Eteri (Full Opera on 2CDs) [1971]

11/23/2019
Lasha Gabunia-ის მიერ

Playlist:
CD1
I მოქმედება / Act I:
1. შესავალი / Introduction 00:00
2. ეთერის არია და მონადირეთა გუნდი / Eteri’s Area And The Hunters Chorus 04:43
3. აბესალომის, ეთერის და მურმანის სცენა / A Scene Involving Abesalom, Eteri And Murman 11:59
4. აბესალომის და ეთერის სცენა / A Scene Involving Abesalom And Eteri 20:48
5. მურმანის არია / Murman’s Area 26:38
II მოქმედება / Act II:
6. გუნდი „აბიო მეფე“ / Chorus “King Abio” 32:28
7. კვინტეტი, სცენა და გუნდი / A Quintet, Scene And Chorus 36:14
8. მარიხის კანცონეტა / A Canzonetta Of Marih 54:15
9. ცეკვები / Dances 56:46

CD2
III მოქმედება / Act III:
10. აბესალომის სცენა და არია / A Scene Involving Abesalom And His Area 01:06:10
11. III მოქმედების ფინალი / The Fnal Scene Of Act III 01:14:03
IV მოქმედება / Act IV:
12. ქალთა გუნდი „ქალია ქვეყნის თვალია“ / A Woman Choice Singing “She’s The Beauty Of The World” 01:28:49
13. აბესალომის, მსახურის და მურმანის სცენა / A Scene Involving Abesalom, A Servant And Murman 01:32:49
14. ნათელას და აბესალომის სცენა / A Scene Involving Natela And Abesalom 01:44:27
15. ეთერის და ნათელას დუეტი / A Douette Of Eteri And Natela 01:46:27
16. ნათელას და აბესალომის სცენა და კვარტეტი / A Scene Involving Natela And Abesalom And A Quartet 01:50:01
17. მარიხის, ეთერის და აბესალომის სცენა / A Scene Involving Marih, Eteri And Abesalom 01:54:12
18. ანსამბლი „წამწამსა და წამწამს შუა“ / An Ensamble “In Between The Eye-Lashes” 01:56:52
19. ფინალი / The Final Scene 02:01:05

მოქმედი პირნი და მემსრულებელნი:

აბიო, ქართლის მეფე – ირაკლი შუშანია;
აბესალომი, მეფისწული – ზურაბ სოტკილავა;
ნათელა, დედოფალი – დიანა ღვედაშვილი;
მარიხი, აბესალომის და – ლამარა ჭყონია;
ეთერი, გლეხის გოგო – ცისანა ტატიშვილი;
მურმანი, ვეზირი – შოთა კიკნაძე;
ნაანა, მურმანის დედა – ოლღა კუზნეცოვა;
თანდარუხი, მთავარსარდალი – კოტე ფირცხალავა;
სტუმარი – ნუგზარ გელაშვილი.

რუსეთის რადიოსა და ტელევიზიის გუნდი და ორკესტრი;
დირიჟორი – დიდიმ მირცხულავა.

საქართველოს რადიოს „ოქროს კოლექცია“ © 1971;
„ცსმ“ პროდუქცია, ვენა, ავსტრია. © 1998

The Cast:
Abio, King of Kartli – Irakli Shushania;
Abesalom, Prince – Zurab Sotkilava;
Natela, Queen – Liana Ghvedashvili;
Marikh, Abesalom’s sister – Lamara Chkonia;
Eteri, Peasant girl – Tsisana Tatishvili;
Murman, Visier – Shota Kiknadze;
Naana, Murman’s mother – Olga Kuznetsova;
Tandarukh, General – Kote Pirtskhalava;
Guest – Nugzar Gelashvili.

The Russian TV - Radio orchestra and choire;
Conductor – Didim Mirtskhulava.

Golden Collection Of Georgian Radio © 1971;
CD Duplication: CSM Production, Vienna;
Graphic: Lucie Kaiserova (CSM Production)
© 1998

Ripped by ERM0NIA

ნადირობის დროს ჭაბუკი მეფისწული წააწყდება ობოლ გლეხის გოგოს, მშვენიერ ეთერს, რომელიც ავი დედინაცვალისაგან გაწამებული თავის ბედს დასტირის. მეფისწული და გლეხის გოგო მარადიულ სიყვარულს შეჰფიცავენ ერთმანეთს. მეფისწულს ნადირობისას თან ახლდა ვეზირი მურმანი. მასაც თავდავიწყებით შეუყვარდება ეთერი. იგი მზადაა სული მიჰყიდოს ეშმაკს, ოღონდ იშოვოს ჯადო, რომელიც მძიმე სენს შეჰყრის ეთერს და ამით დააშორებს შეყვარებულებს.

აბიო მეფის სასახლეში აბესალომისა და ეთერის ქორწილი სახალხო ზეიმად გადაიქცევა. მეფე და დედოფალი დალოცავენ ახალგაზრდებს და გვირგვინს დაადგამენ. ვეზირი მურმანი პატარძალს მიართმევს ძვირფას საჩუქარს, რომელიც მოჯადოვებულია.

ჯადომ გასჭრა, ეთერი უკურნებელი სენით დაავადდა. ჰგოდებს აბესალომი, ჰგოდებს ხალხი. მკურნალობამ ვერ უშველა. ეთერი დედოფლობას ვერ გასწევს. ყველა ურჩევს აბესალომს, გაუშვას ეთერი. ამასვე ითხოვს თვითონ ეთერიც. აბესალომი ხალხს მიმართავს – „ვის გინდათ ქალი ეთერი?“... ახდა მურმანის ოცნება. მხოლოდ მას ძალუძს განკურნოს ეთერი და მიჰყავს კიდეც.

ეთერთან განმორებამ კი დაასნეულა მეფისწული. იგი გზავნის მურმანს ცხრაწყაროზე მისთვის უკვდავების წყლის მოსატანად. მურმანი ხვდება, რომ აქ მისი ბედნიერება დამთავრდა. იგი ვეღარ იხილავს ეთერს, მაგრამ მეფისწულის ბრძანება უნდა შესრულდეს... და იგი მიდის... სიკვდილის პირას მისული აბესალომი დედას გზავნის სასახლეში ეთერის მოსაწვევად მაგრამ ეთერი უარზეა. შემდეგ აბესალომის და, მარიხი, მიეახლება და დაიყოლიებს მას. აბესალომი და ეთერი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრით გამოწვეული სიხარული ხანმოკლეა. აბესალომი კვდება, ეთერი კი თავს იკლავს აბესალომის ნაჩუქარი დანით. ხალხი მუხლს იდრეკს, სიყვარულის უკვდავების წინაშე.

ხალხური „ეთერიანის“ მშვენიერება მთელი მომხიბვლელობით გადაიშალა ზაქარია ფალიაშვილის მუსიკაში, სახელდობრ მის ამაღლებულ ლირიკაში. კომპოზიტორმა პირველმა ამოხსნა პროფესიულ მუსიკაში ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ენერგიის საიდუმლოებანი და კლასიკური ოპერის სახით ხალხსავე დაუბრუნა იგი.