შეხვედრა ჭადრაკის ფედერაციაში
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მორიგი წარმატება მიულოცა. შეხვედრაზე, რომელსაც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეებიც ესწრებოდნენ, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ფედერაციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე სამინისტრო გამოსცემს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციებისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი საქმიანობის გამჭვირვალობა და უფრო ეფექტიანი, სპორტსმენის ინტერესებზე ორიენტირებული მართვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, ევროპის 23-ე გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა გუნდურ პირველობაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი სლოვენიაში გაიმართა. გუნდურ წარმატებასთან ერთად, ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი თამაშისას ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგების დაფიქსირებისთვის მცირე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"არენა" - "ბორჯღალოსნების" მეორე წარმატებული შეხვედრა;ფიდეს...
შეხვედრა ჭადრაკის დედოფალთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა წულუკიანმა თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალ მ...
TV IMEDI
„შეხვედრა“ - დოკუმენტური ფილმი ქართველ მოჭადრაკეებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭადრაკის დღე - ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა ქართ...
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 7 დეკემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნონა გაფრინდაშვილის შეხვედრა უსინათლო მოჭადრაკეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 27 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster