ზესტაფონი: ინდუსტრია მეცნიერების გარეშე

25.11.2021 20:59

ზესტაფონი ქართული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. 2006 წლიდან, ზესტაფონის ფეროს, ჭიათურმანგანუმთან ერთად, "ჯორჯიან მანგანეზი" ფლობს. "ჯორჯიან მარგანეზის" საქმიანობის შესახებ, მოსახლეობამ ძირითადად ჭიათურის მაგალითიდან იცის. კომპანია ზემო იმერეთში, ჭიათურასა და მიმდებარე სოფლებში, ადამიანებისა და ბუნების ექსპლუატაციის, განადგურების ხარჯზე ზრდის კაპიტალს. კომპანია იგივე პრინციპით მუშაობს ზესტაფონშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ ყოველი მეორე ონკოლოგიური პაციეტია. ფეროს ინდუსტრიას, მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამეცნიერო ინსტიტურებთან. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ მეტალურგიის ინსტიტუტთან ერთად შემუშავდა მთელი რიგი ისეთი კომპლექსური განმჟანგავები და შენადნობები, რამაც შემდგომში, ფაქტობრივად, განსაზღვრა ქარხნის მუშაობის სტრატეგია. დღეს ინდუსტრიას და მეცნიერებას შორის კავშირი აღარ არსებობს. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.ge   Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო