დაპირისპირება უგულავას პროცესის შემდეგ

07/04/2014
netgazeti ge-ის მიერ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ინციდენტი მოხდა, გიგი უგულავას პროცესის დასრულების შემდეგ უგულავას მომხრეები პროკურებებს დაედევნენ.

გიგი უგულავას პროცესის დასრულების შემდეგ, რომელზეც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოს ეზოში შეკრებილმა უგულავას მხარდამჭერებმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხოფა მაყენეს, რის გამოც ისინი მანქანამდე სასამართლოს დაცვამ მიაცილა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სავარაუდოდ არიან დაკავებულებიც. \"ნეტგაზეთი\" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს აღნიშნულ ინფორმაციას.

გიგი უგულავას სასამართლო პრიოცესი 11 საათზე დასრულდა. სასამართლო პროცესი 6 საათზე დაიწყო. ბრალდების მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით უგულავას დაკავებას ითხოვდა.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/3...

ვიდეოები „netgazeti ge"-ისგან