სააკაშვილის სასამართლო - 7 ნოემბრის საქმის განხილვა

10.11.2021 07:26

ხმაურიანი სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე, - მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვამ სიტყვიერი დაპირისპირების და საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებით აქტიურობდა გიგი უგულავა, რომელიც 7 ნოემბრის აქციის და „იმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტთან და სხვა ექს-მაღალჩინოსნებთან ერთად თავადაც ბრალდებულია. მოსამართლეებთან და პროკურორთან მწვავე დაპირისპირება უგულავას გაძევებით დასრულდა. პროტესტის მიზეზი პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებაა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება არ მიეცა. არგუმენტად შესაძლო დესტრუქცია და ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე დასახელდა, რაც აბსურდად მიაჩნია ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე სააკაშვილის გამოჩენის ეშინია. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები სასამართლოს სუს-ის მიერ მართულად და მოსყიდულად აცხადებენ. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობა, რომელიც ექს-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიებად ჰქონდა შეფარდებული, დღეიდან გაუქმებულია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო