7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა. 7 ნოემბრის საქმის განხილვას პირველად ესწრება პატიმარი ექსპრეზიდენტიც.  სასამართლოს შენობასთან მისი მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც, იყო მცირე ინციდენტებიც.

საქართველოს პირველმა არხმა სასამართლოს პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების მოთხოვნით მიმართა, თუმცა განგვიმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ვიდეო, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე გამოტანილია განჩინება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე.

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო მაუწყებელს, სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისთვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირი, რომელიც მიიღებს სხდომის გადაღების უფლებას, ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, მასალა მიაწოდოს სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო, ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. დავუბრუნდეთ ახლა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას.

გიორგი კობერიძე დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან