დავით ადეიშვილის სასამართლო პროცესი (30.04.2013)
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ძმის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. თელავის რაიონულ სასამართლოში დავით ადეიშვილის პროცესზე ერთი მოწმე დაიკითხა. იოსებ გოცირიძემ შეკითხვებს იმ ეპიზოდზე უპასუხა, რომელიც თელავის ბაზრის გასხვისებას ეხება. მოწმე იოსებ გოცირიძის თქმით, საქმესთან დაკავშირებით, დავით ადეიშვილს 2004 წელს მაშინ მიმართა, როდესაც ის კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. დაზარალებულის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილი მას დაემუქრა და ბაზრის დათმობა მოსთხოვა. დავით ადეიშვილის სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში 21 მაისს 12 საათზე განახლდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/12lzijw
მსგავსი ვიდეოები
დავით ადეიშვილის სასამართლო
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზურაბ ადეიშვილის და დავით ჭაკუას ბრალდების საქმეზე სასამართლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ტელეიმედისა“ და მთაწმინდის პარკის იძულებით ჩამორთმევის საქმ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭაკუა-ადეიშვილის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster