თუკი ანაკლიაში მოხვდები, რამდენიმე თავისუფალი საათი გაქვს და თან ველური ბუნება გიყვარს, კოლხეთის ეროვნულ პარკს უნდა ესტუმრო და მდინარე ჭურია მოინახულო. აქ ხელუხლებელი, უძველესი წარმოშობის ჭაობის ეკოსისტემაა შენარჩუნებული, რომელიც პარკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ჭაობებში ხარობს ტორფის ხავსი, დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, ალპური ზონის მცენარეები, შქერი და სხვ. ასევე ამ ტერიტორიაზე ფრინველთა ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი გადის. უფრო მეტიც, კოლხეთის დაბლობი ზოგიერთი სახეობის ფრინველისთვის გამოსაზამთრებელი ადგილია. მათზე დაკვირვების ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი გვიანი შემოდგომა ან გაზაფხულია.
თქვენთვის დაუვიწყარ სანაოსნო ტურს პარკის ადმინისტრაცია დაგეგმავს. ჩვენ კი ეს ადგილები სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ინიციატივით მოწყობილი მედია - ტურის - ,,აღმოაჩინე მეტი სამეგრელოში\" ფარგლებში დავათვალიერეთ.
ანაკლიიდან აბაშისკენ გავემართეთ, რომელიც ძველი მეგრული ოდების სიმრავლით გამოირჩევა. მათი ნაწილი დღესაც პირველადი სახითაა შემორჩენილი, როგორც გვითხრეს, ერთ- ერთი მათგანი 1907 წელს არის აშენებული. ოდების უმეტესობა დაკეტილია, რადგან მათი მეპატრონეები ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად და მშობლიურ კუთხეს მხოლოდ ზაფხულობით აკითხავენ.
ვესტუმრეთ ისტორიული წარსულის მქონე სოფელ სუჯუნას. ადგილობრივების თქმით, მისი სახელწოდება წყალდამდგარს ნიშნავს: სუ-წყალი, ჯუნა-დამდგარი.
სოფლის ცენტრში სამთავიანი, გუმბათოვანი წმინდა გიორგის ტაძარი მდებარეობს, რომელიც დახვეწილი არქიტექტურით და ორიგინალური ჩუქურთმებით გამოირჩევა. ამ ტაძრის ისტორია დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ გვიამბო.
,,მეცხრე საუკუნიდან აქ ხის ტაძარი არსებობდა და გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა სავარაუდოდ წმინდა ანტონ ჭყონდიდელის დროს დაიწყო, ტაძარი აშენებულია სენაკის ქვით, აქ მოუთხრიათ დიდი ორმო, ჩაუყრიათ ნედლი თხმელის ხეები, დაუსხამთ კირქვის ხსნარი, მერე გაკეთდა ფუნდამენტი და იმაზე გაშენდა ეკლესია, ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1845 წელს’’, - გვიყვება დეკანოზი.
ტაძარის წინ, აკაკი ხოშტარიას მიერ 1915 წელს აშენებულ სასახლე დგას, რომელიც თავისი არქიტექტურით დღესაც გამოირჩევა. ის პირველმა ქართველმა მილიონერმა მეწარმემ და ქველმოქმედმა, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით, დედისთვის ააშენა.
ქრისტიანული ტაძრიდან რამდენიმე მეტრში კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი, ებრაელთა სინაგოგა დგას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული. ეს სოფელი ქართველმა ებრაელებმა 90- იან წლებში დატოვა.
მარტვილში თარგამეულის ღვინის მარანს ვესტუმრეთ. მევენახე-მეღვინე ნიკა ფარცვანიამ მარნის აშენება 2012 წელს დაიწყო. როგორც ოჯახის დიასახლისი თათია თოდუა გვიყვება, საქმეში მთელი ოჯახია ჩართული.
ახალგაზრდა ფერმერს კოლხური ვაზის სხვადასხვა ჯიში მოჰყავს - ჩეჭიფეში, ეგუძგური, კოლოში, დუდგუში. სამომავლოდ ის გადაშენების პირას მყოფი მეგრული ვაზის სხვა სახეობების აღდგენასაც გეგმავს.
ქვევრის ღვინოს ნიკა ფარცვანია ტრადიციული მეთოდით აწარმოებს, ბოთლებში ჩამოსხმამდე ის სპეციალურ ავზებში ინახება, შემდეგ კი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გააქვს გასაყიდად.
თარგამეულის მარანში ადგილზე ჩასულ ტურისტებს ფარცვანიების მიერ წარმობული ღვინის დაგემოვნება და ყიდვაც ჩეუძლიათ. სტუმრებს მომავალი წლიდან მეგრულ კერძებსაც შესთავაზებენ.
სოფელ დიდი ჭყონში უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს ვესტუმრეთ, სადაც სახვდასხვა სახეობის უგემრიელესი ჩაიც დავაგემოვნეთ.
კომპანია შპს ,,მარტვილი’’ სხვადასხვა სახეობის ჩაის აწარმოებს: შავი ბაიხის ჩაი, მწვანე ბაიხის ჩაი, შავი ჩაი „კლასიკური“, შავი ჩაი N1 ინტენსიური, შავი ჩაი N3 მსუბუქი, მთის ველური ქართული შავი ჩაი, მთის ველური ქართული თეთრი ჩაი, ქართული მეწამული ჩაი, მოცვის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი, კომშის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი.
,, ჩვენს კომპანიას გააჩნია 102 ჰ ჩაის პლანტაცია, ფაბრიკა არის სრულ მზადყოფნაში, დღე - ღამის განმავლობაში შეუძლია 40 – 50 ტონა ჩაი გადაამუშაოს, ჩვენ ვემზადებით პლანტაციებით რომ მოვამარაგოთ ჩაის ფაბრიკა, ჩაის მოთხოვნა დღითიდღე იზრდება’’- გვითხრა შპს \"მარტვილის ჩაის\" დამფუძნებელმა გელა გარჩაგოდაშვილმა
აქ წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე უკვე გავიდა ჩეხეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში და უახლოეს მომავალში პოლონეთსა და ბუდაპეშტშიც გაიტანენ.
დღის დასასრულს „ხაჭაპურის ფესტივალში\" საუკეთესო მეგრული ხაჭაპურის ნომინაციაში გამარჯვებულ რესტორან ,,სანაპირო\" - ს ვეწვიეთ, სადაც ნატურალური პროდუქტებით დამზადებული საუკეთესო ხარისხის მეგრული კერძები დავაგემოვნეთ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...