სქემის ამოქმედების შემდეგ პირველად ცხრა მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა

04.10.2017 02:06

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედების შემდეგ, პირველად, 9 მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა. აღნიშნულმა მასწავლებლებმა, სქემის ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიული აქტივობების განხორციელების გზით, მენტორის სტატუსის მისაღებად გათვალისწინებული 25 კრედიტქულა დააგროვეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, დღეს, N128 საჯარო სკოლას ესტუმრა და ორ პედაგოგს შეხვდა, რომლებიც სქემაში მენტორის სტატუსით დაწინაურდნენ. გიორგი მაჩაბელმა ნათია დარჩიას და გულნაზი ხორბალაძეს მენტორობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა და დაწინაურება მიულოცა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, სერტიფიკატის გადაცემას ცხრავე მასწავლებლისთვის პირადად გეგმავს. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი: ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა); ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა); ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა); ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, წინადადების წარდგენის შესახებ. მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრისა და სკოლის განვითარებაზე. მენტორს სტატუსი უვადოდ უნარჩუნდება. 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, სქემაში 1359 მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსით დაწინაურდა, 2 - წამყვანის, ხოლო 9 მენტორის. გიორგი მაჩაბელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი; ნათია დარჩია - 128 სკოლის მასწავლებელი გულნაზი ხორბალაძე - 128 სკოლის მასწავლებელი (დირექტორი).

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ
01:49

ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესა...

Giorgi Kvirikashvili

რატომ აჩენს კითხვებს ახალი საპენსიო სქემა?
52:58

რატომ აჩენს კითხვებს ახალი საპენსიო სქემა?

რადიო თავისუფლება

დაგროვებითი პენსიის დეტალებზე  საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე „ბარიერში“
40:02

დაგროვებითი პენსიის დეტალებზე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანე...

Tv Kavkasia

თეოფილემალაქიანობა (ნაწილი 10). ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას ნერგავს საღი მოძღვრების წინააღმდეგ!
01:03:50

თეოფილემალაქიანობა (ნაწილი 10). ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებ...

levani petriashvili

სქემის კომპონენტების მუშაობის განმარტება
10:25

სქემის კომპონენტების მუშაობის განმარტება

Gio _rgi

სქემის ვიდეოინსტრუქცია აზერბაიჯანული სუბტიტრებით
06:53

სქემის ვიდეოინსტრუქცია აზერბაიჯანული სუბტიტრებით

მასწავლებლის სახლი / Teacher House

სქემის ვიდეოინსტრუქცია რუსული სუბტიტრებით
06:53

სქემის ვიდეოინსტრუქცია რუსული სუბტიტრებით

მასწავლებლის სახლი / Teacher House

საპენსიო სქემის მონაწილეებს პორტფელის არჩევა 2028 წლამდე შეეძლებათ
04:28

საპენსიო სქემის მონაწილეებს პორტფელის არჩევა 2028 წლამდე შეე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო