საპენსიო სქემის მონაწილეებს პორტფელის არჩევა 2028 წლამდე შეეძლებათ
დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ პარლამენტი განიხილავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 6 სექტემბრამდე დადგენილი ვადა გაუქმდება. ანუ, თუ აქამდე საპენსიო სააგენტო მოუწოდებდა მოქალაქეებს მისულიყვნენ იუსტიციის სახლში ან სააგენტოს სერვის-ცენტრებში და სურვილის შემთხვევაში შეეცვალათ პორტფელები, ასე აღარ იქნება და ეს ვადა 2028 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახლა სქემის თითოეული მონაწილე, ანუ მილიონ 400 ათასი მოქალაქე ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში იქნება და სურვილის შემთხვევაში შეცვლის პორტფელს. ადამიანები სურვილისამებრ გადაწყვეტენ დარჩებიან დაბალრისკიანში, გადაინაცვლებენ საშუალო-რისკიანში თუ მაღალრისკიანში. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე განიხილა და მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს. დეპუტატის მტკიცებით, მოსახლეობა არ იყო მზად რისკების საკუთარ თავზე ასაღებად და შესაძლოა ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. თემაზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეს მონაწილეებს მისცემს მეტად გაცნობიერებული არჩევანის მიღების საშუალებას. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ კი, გაუქმდება როგორც აღნიშნული შეზღუდვა, ასევე გადავადდება პორტფელებში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპენსიო სქემის მონაწილის რეგისტრაცია საკუთარ ინდივიდუალურ ს...
Pension Agency
რატომ აჩენს კითხვებს ახალი საპენსიო სქემა?
რადიო თავისუფლება
დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება მსურველებს დღეიდან შეუ...
TV 25
დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებას მთავრობა 20 მლნ...
PalitraNews
დაგროვებითი პენსიის უპირატესობები - "ბიზნეს ინსაიდერი" იმედ...
TV IMEDI
დაგროვებითი პენსიის დეტალებზე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანე...
Tv Kavkasia
საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster