სიტყვით გამოსვლა სესიაზე „ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა“

21.01.2016 04:42

ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსვლა დავოსისი ეკონომიკური ფორუმის სესიაზე "ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა". გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპას მართლაც სჭირდება ჩინეთისა და აზიის ქვეყნების დინამიკურობა, ხოლო აზიას - ევროპული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რკინიგზის მოდერნიზაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე. ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/bfa96

გაზიარება: