დავით საგანელიძის სიტყვით გამოსვლა შანხაის ფორუმზე

18.11.2019 01:33

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ ინიცირებულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა. დავით საგანელიძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრო და მის ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით, „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმები და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები: ხედვა და პერსპექტივები“, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „საქართველოში გამართული ფორუმიდან „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ ამ დრომდე სულ რაღაც ორი კვირაა გასული. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად ვხვდებოდი ბევრ ჩინურ სამთავრობო თუ ბიზნეს დელეგაციას, მათთან ერთად ვსტუმრობდი საქართველოს კუთხეებს. ის, რომ მე დღეს უკვე აქ ვარ და ვესაუბრები ჩვენს მეგობრებს, ეკონომიკურ პარტნიორებს და პოტენციურ ინვესტორებს ჩემთვის დიდი პატივია. მე, როგორც ქართველს, მაქვს ოპტიმიზმი, რომ საქართველო 20 წლის შემდეგ იქნება არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი განვითარებული, მდიდარი ქვეყანა და ამ შედეგს საქართველო თავისი დიდი პარტნიორის, ჩინეთისა და საუკუნის პროექტის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ დახმარებით მიაღწევს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ კომპანია „DLG International Trade Group“-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ჩინური მხრიდან საქართველოსთვის ჩინეთის ბაზარზე დასაფუძნებლად საჭირო კონსულტაციების, ადამიანური რესურსისა და მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, ლოჯისტიკის, დისტრიბუციის, შესყიდვა-გაყიდვის მიმართულებით ხელშეწყობასა და დაინტერესებული ჩინური კომპანიების საქართველოში საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიებაში დახმარებას; მეორე მხრივ კი, „საპარტნიორო ფონდი“, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეცდება ინვესტორის დასახმარებლად სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა ან კოორდინაციულ საკითხებთან დაკავშირებით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. „DLG International Trade Group“ წარმოადგენს მსხვილ სახელწიფო კორპორაციას, რომლის მთავარი საქმიანობა თანამედროვე მომსახურების სფეროში ხორციელდება და ამ მიმართულებით, მსოფლიოს 500 წამყვან კომპანიას შორისაა. ვრცლად: http://fund.ge/site/news/567 Facebook : https://www.facebook.com/PartnershipFund Twitter : https://twitter.com/GeoPartnership LinkedIN : https://www.linkedin.com/in/partnersh... Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1726990

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დავით საგანელიძის სიტყვა ძიანგსის პროვინციის ბიზნეს ფორუმზე
07:38

დავით საგანელიძის სიტყვა ძიანგსის პროვინციის ბიზნეს ფორუმზე

საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის ანგარიში
04:18

საპარტნიორო ფონდის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დავით საგანელიძის შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან
00:47

დავით საგანელიძის შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ფონდის რეფორმირებას ითხოვს
06:27

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ფონდის რეფორმირებ...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

დავით საგანელიძის ანგარიში პარლამენტში
05:00

დავით საგანელიძის ანგარიში პარლამენტში

საპარტნიორო ფონდი

დავით საგანელიძის მხიარული ოჯახის საახალწლო ტრადიციები და მამა შვილის დუეტის პრემიერა
22:56

დავით საგანელიძის მხიარული ოჯახის საახალწლო ტრადიციები და მა...

TV IMEDI

დავით საგანელიძის ბრიფინგი 12:00 სთ
02:23

დავით საგანელიძის ბრიფინგი 12:00 სთ

Giorgi Margvelashvili

დავით საგანელიძის განცხადება ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ
04:31

დავით საგანელიძის განცხადება ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებ...

saganelidzeofficial

ყველა ვიდეო